მისი თქმით, ამ ტურნირზე თურქეთის ნაკრებისთვის შეუძლებელი არაფერია.
"რა თქმა უნდა, მოგებას ვეცდებით, ეს ჩვენი უდიდესი ოცნებაა. თურქეთის ნაკრებისთვის შეუძლებელი არაფერია. ავსტრიასთან მატჩამდე, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდით, რომ მეოთხედფინალში გავსულიყავით, ახლა კი აქ ვართ და ნახევარფინალში ასპარეზობა გვსურს. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ჩალჰანოღლუმ.
შეგახსენებთ, თურქეთისა და ნიდერლანდების მატჩი დღეს, 6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.