ვეტერანი შემტევის ბოლო მატჩი ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი გახლდათ, სადაც მისი გუნდი დამატებით დროში 1:2 დამარცხდა.
სანაკრებო ასპარეზზე ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა 37 წლის ფრანგმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმაც. გუშინ მისმა ნაკრებმა ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში 1:2 წააგო, რაც გამოცდილი შემტევისთვის საკუთარი ქვეყნის მაისურის ტარების ბოლო მატჩი გახლდათ.