ოფიციალურად: საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად გაავრცელა ცნობა, რომ მათი ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.

53 წლის სპეციალისტი "სამ ლომს" 2016 წლის მერე წვრთნიდა და ეროვნულ გუნდში ახალგაზრდული ნაკრებიდან გადმოინაცვლა.

საუთგეიტის ხელმძღვანელობით, ინგლისმა 4 დიდ ტურნირზე ითამაშა. 2018 წელს ინგლისელებმა მუნდიალზე ნახევარფინალს უწიეს, 2020 და 2024 წლებში ევროზე ფინალი ითამაშეს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს კი მეოთხედფინალში დაემშვიდობნენ.

ვინ იქნება ინგლისის ნაკრების ახალი მწვრთნელი, ჯერჯერობით უცნობია.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეს წავიდა, რაც ღირსეული ჟესტია,დეშამი რატომ არ მიდის? რუსკი ვანიაშვილია?
დავით 67
23:53 17-07-2024
0
რა კარგი ტიპი იყო არადა .
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული