წყაროს ცნობით, თანაგუნდელები მას, როგორც ლიდერს, არ განიხილავენ და არ სიამოვნებთ, რომ მედია ჯუდს "სამი ლომის" მთავარ ვარსკვლავად მიიჩნევს. გარდა ამისა, გამოცემა ირწმუნება, რომ ინგლისელს თანაგუნდელები არ ემეგობრებიან.
ბელინგემისა და თანაგუნდელების ურთიერთობა კი საბოლოოდ მაშინ გაფუჭდა, როცა Adidas-ის სარეკლამო რგოლში, სახელად Hey Jude, ფეხბურთელი "გუნდის მხსნელად" მოგვევლინა.
შეგახსენებთ, ევრო 2024-ზე ბელინგემმა ორი გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
ბელინგემი: ევროპის ჩემპიონატის ფინალში ეს მეტოქე მინდა