"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ჯუდ ბელინგემს პატივს არ სცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თანაგუნდელები მას, როგორც ლიდერს, არ განიხილავენ და არ სიამოვნებთ, რომ მედია ჯუდს "სამი ლომის" მთავარ ვარსკვლავად მიიჩნევს. გარდა ამისა, გამოცემა ირწმუნება, რომ ინგლისელს თანაგუნდელები არ ემეგობრებიან.

ბელინგემისა და თანაგუნდელების ურთიერთობა კი საბოლოოდ მაშინ გაფუჭდა, როცა Adidas-ის სარეკლამო რგოლში, სახელად Hey Jude, ფეხბურთელი "გუნდის მხსნელად" მოგვევლინა.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ზე ბელინგემმა ორი გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

altბელინგემი: ევროპის ჩემპიონატის

ფინალში ეს მეტოქე მინდა

altბელინგემის გოლით - ინგლისმა სერბეთს სძლია [VIDEO]

altკვარაცხელიას გარეშე და ბელინგემის მეთაურობით - 2024 წლის "ოქროს ბურთის" მოპოვების 20 კანდიდატი, Goal-ის ვერსიით

მკითხველის კომენტარები / 8 /
ასეთი რაღაცეების არ მჯერა მაგრამ,...ინგლისის ნაკრებს 1966 წლის წყევლამ უწია ალბათ,როცა მსაჯებმა 100%წაგებული თამაში მოაგებინეს გერმანიასთან.
Sake
09:03 18-07-2024
2
უცნაურია,სიმართლე რამდენად შეესაბამება ეს ინფო? რამდენადაც მე ვიცი,ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ტრენტთან,ერთმანეთს ეპატიჟიებოდნენ თავიანთ გუნდებში და ა.შ. საიდან მოიტანეს რო გუნდში არავისთან აქვს კარგი ურთიერთობა? ის რო ინგლისს შედეგი არ ქონდა ბელინგემის ბრალი არ არის,ეს მთლიანი გუნდის და მწვრთნელის ბრალია. ადამიანი ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა,ლიდერები სხვანაირად იქცევიან? აბა,ვინ არის ამ ინგლისის ლიდერი,კეინი თუ ფოდენი? ისე კი,მთლად არალოგიკურიც არ არის მსგავსი ფაქტის არსებობა,ადრინდელ ინგლისში იყო მსგავსი ფაქტები. ამიტომაც არ ვუქომაგებ არასოდეს ინგლისს,ნიჭიერი ხალხის დაფასება არ იციან და აფეტიშებენ ისეთებს,რომლებიც არაფერს არ წარმოადგენენ. იმიტომაც აქვთ შედეგი და ტიტულები. ბელინგემის ხასიათი რაში მადარდებს ან სხვების,ფეხბურთს მაგრად თამაშობს და დანარჩენი არ არის საინტერესო. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ რო მე პირადად,მუსიალა უფრო დიდი ტალანტი მგონია
იასონას უდარი
20:45 17-07-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული