ოსიმენი ახალ გუნდს უახლოვდება - რა შემთხვევაში შედგება ტრანსფერი?

AutoSharing Option
ვიქტორ ოსიმენი "პარი სენ ჟერმენში" გადასვლას უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ნიგერიელმა დედაქალაქურ კლუბთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, თუმცა ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ "პარი სენ ჟერმენი" რანდალ კოლო მუანის გაასხვისებს.

"ნაპოლის" და პსჟ-ს ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ დაუწყიათ.

ოსიმენის გადაბირებით არაბული კლუბები და "ჩელსი" ინტერესდებიან, თუმცა ინგლისელები ვიქტორის გამოსასყიდი თანხის გადახდაზე უარს აცხადებენ.

შეგახსენებთ, თუ ოსიმენი "პარტენოპეის" დატოვებს, დიდი ალბათობით, ნეაპოლელები მის შემცვლელად რომელუ ლუკაკუს დაიმატებენ.

altლუკაკუმ "ნაპოლისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა -

ბელგიელი ოსიმენის გასხვისებას ელოდება
მკითხველის კომენტარები / 2 /
კიდე რამდენი კომენტარი უნდა დაიწეროს რომ ამ საიტის ადმინისტრაციის ყურებამდე მივიდეს თქვენი ჭორების გამო რამდენმა ქარტველმა მიაყენა ვიქტორას შეურაწყოფა ვიტომ ფული არჩია ჩემზე კარგათ უნდა იცით ჰოდა ოფიციალურად რომ მოხდება მერე წერეტ მიქაუტაძის მაგალითი აიღეთ ბოლო ბოლო
სიმართლე
17:33 17-07-2024
2
Arabetshi wava tqva eg ukve jugelma da rato mkitxaobt?
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული