"ნუ მთხოვთ იმას, რასაც არ გავაკეთებ!" - კონტე "ნაპოლის" ქომაგებს გაუბრაზდა

AutoSharing Option
"ნაპოლი" 2024/2025 წლების სეზონისთვის მზადებას აგრძელებს, საწვრთნელ ბანაკში ერთ-ერთი სავარჯიშო სესიის დროს, "პარტენოპეის" ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს, გულშემატკივრებმა იტალიელ სპეციალისტს სთხოვეს "იუვენტუსის" მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები გაემეორებინა.

"ვინც არ ხტება, ის იუვენტინოა". აღნიშნულმა ქმედებამ კონტე გააბრაზა.

"ამაზე ერთხელ და სამუდამო შევთანხმდეთ. ვიქნები თავაზიანი და პატივმოყვარე. ნუ მთხოვთ იმას, რასაც არ გავაკეთებ! ჩვენ, მწვრთნელები ყოველთვის სამაგალითოდ უნდა მოვიქცეთ. დამიჯერეთ, "ნაპოლის" ნომერ პირველი გულშემატკივარი ვარ", - განუცხადა კონტემ ქომაგებს.

შეგახსენებთ, კონტე "იუვენტუსს" 2011/2014 წლებში წვრთნიდა და "ბიანკონერის" სერია A-ს ტიტული 3-ჯერ მოაგებინა.

alt

"დე ლაურენტისი კვარაცხელიაზე ამას შემპირდა..." - რა განაცხადა ანტონიო კონტემ ქართველზე?

altკონტემ თავისი გაიტანა - დი ლორენცომ "ნაპოლიში" დარჩენა გვაუწყა, ხვიჩას ამბავიც თითქმის საბოლოოდ გადაწყდა

alt"კონტე კვარაცხელიას ღიმილს დაუბრუნებს - ისევ სკუდეტოს მოგებაა საჭირო" - ჯუღელმა კომენტარი გააკეთა

მკითხველის კომენტარები / 2 /
შახტი კონტე.)))
ზაქრო პაპა
12:36 20-07-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული