"თუ კონტე ამას გააკეთებს, "ნაპოლი" ბევრ გოლს გაუშვებს" - ფედელემ "პარტენოპეი" გააფრთხილა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ანტონიო კონტე დაცვის ფლანგებზე დი ლორენცოსა და სპინაცოლას დააყენებს, "ნაპოლი" მეტოქისგან ბევრ გოლს გაუშვებს.

"დაცვის ხაზში "ნაპოლის" ხარვეზები თვალსაჩინოა, კონტეს ფორვარდები ზედმეტად წინ თამაშობენ, ისევე როგორც ფლანგის მცველებს - დი ლორენცოსა და სპინაცოლას. ამის გამო უკან ზონები თავისუფალი დარჩება და "ნაპოლი" ბევრ გოლს გაუშვებს.

ვინ აიღებს დაცვით სამუშაოებს საკუთარ თავზე? კვარაცხელიასთან, პოლიტანოსთან და ლუკაკუსთან ერთად "ნაპოლი" 3 შემტევით შეუტევს, მათ კი დი
ლორენცო და სპინაცოლა დაეხმარებიან. ეს ძალიან სარისკოა", - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, ფაბრიციო რომანოს ცნობით, რომელუ ლუკაკუ "ნაპოლის" შეთავაზებას ელოდება, თუ "პარტენოპეი" ვიქტორ ოსიმენს გაასხვისებს, მაშინ ბელგიელი კარიერას "პარტენოპეის" რიგებში გააგრძელებს.

alt"დარწმუნებული ხართ, რომ ეს სიმართლეა?" - ფედელემ "კვარაზე" ისაუბრა

altფედელე: ხალხს ნუ ვატყუებთ, კონტე "ნაპოლის" სკუდეტოს ვერ მოაპოვებინებს

alt"სწორედ ამის გამო უნდა გაყიდოთ კვარაცხელია!" - ფედელემ "ნაპოლის" ქართველის შესახებ რჩევა მისცა და ხვიჩას გასხვისების მიზეზი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თანამედროვე ფეხბურთის უარყოფითად ის მიმაჩნია, რომ გუნდები ქაოტურად უტევენ და ქაოტურად იცავენ თავს, ანუ არ იციან რა არიალში უნდა ითამაშონ. ოსიმენი და კვარა დაცვას უნდა დაეხმარონ, მაგრამ მათ უნდა იცოდნონ სანამდე დაიხიონ უკან და ისინი არასდროს არ უნდა აღმოჩდნონ საკუთარი კარის პირით ხაზთან. როცა გუნდი უტევს ამ დროს ნახევარდაცვა ეხმარება თავდასხმას და შედის მეტოქის საჯარიმოში, ხოლო დაცვა უნდა იღებდეს ნახევარდაცვის ფუნქციას და მეტოქის საჯარიმოს ახლომახლო ტრიალებს და მოგერიებულ ბურთს აბრუნებდეს მეტოქის საჯარიმოში. როცა მეტოქე გიტევს, მაშინ შენი ნახევარდაცვა იღებს დაცვის ფუნქციებს და შედის საკუთარ საჯარიმოში, ხოლო თავდასხმა იღებს ნახევარდაცვის ფუნქციას და ტრიალებს საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან, რომ მოგერიებული ბურთი მიიღოს და მეტოქის კარზე შეტევა წამოიწყოს. ეს, რომ არ ხდება და ცენტრალურ მცველს მოწინააღმდეგის კარის წინ ნახავ, ხოლო თავდამცხმელი მეკარის გვერდითაა და კარს იცავს, ამიტომაც იღებენ მოულოდნელ კონტრშეტევას, რომლის დროს მცველი ვეღარ ასწრებს თავის ადგილზე მისვლას.
ჟორა გაბრიჭიძე
16:56 20-07-2024
4
ამ კონტემაც თუ არ გაამართლა, ეს ფედელა უნდა დანიშნოს ლავრენტამ.დდდ
რრრ
16:09 20-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული