95-მილიონიანი გარიგება - ხულიან ალვარესი კარიერას "სიტიდან" "ატლეტიკოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
არგენტინელი შემტევი ხულიან ალვარესი "მანჩესტერ სიტიდან" კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "როხიბლანკო" "ქალაქელებს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონს გადაუხდის და ეს თანხა ბონუსების ჩათვლით 95 მილიონ ევრომდე მიაღწევს.

ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და მადრიდელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, ფეხბურთელის გადაბირებით "პარი სენ ჟერმენიც" ინტერესდებოდა, თუმცა პარიზულ კლუბს "მანჩესტერ სიტისთვის" ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული