მას მხოლოდ "ნაპოლიში" თამაში სურს - "პარტენოპეი" გარემარბის დამატებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"ნაპოლი" "ბენფიკას" შემტევის, დავიდ ნერეშის დამატებასთან ახლოსაა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიელი ჟურნალისტი პედრო ალმეიდა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეიმ" "არწივებს" ნიდერლანდელი გარემარბის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო უკვე შესთავაზა, თუმცა "ბენფიკა" 30 მილიონ ევრომდე ითხოვს.

გამოცემის ინფორმაციით, ნერეშის დამატებით პსვ-ც ინტერესდება, მაგრამ 27 წლის ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება მხოლოდ "ნაპოლიში" სურს. მოსალოდნელია, რომ "პარტენოპეი" დავიდის სანაცვლოდ მეორე წინადადებას მალე გააკეთებს.

შეგახსენებთ, ნერეშმა გასულ სეზონში "ბენფიკას" მაისურით ყველა ტურნირზე 83 მატჩი გამართა, თავი კი 17 გატანილი გოლითა და 26 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გარემარბი? ძალაინ გთხოვთ სტატიაში ახსენეთ უფრო დეტალურად რომელი ფლაგნის გარემარბია, მით უმეტეს რომ ნაპოლის ეხება, სადაც ჩვენი "გარემარბი" გვყავს. ნერეში არის 27 წლის ბრაზილიელი (და არა ნიდერლანდელი), თამაშობს ორივე ფლანგზე თუმცა მისი ძირითადი პოზიციაა მარცხენა შემტევი (4-3-3) ტაქტიკაში. whoscored-ის მიხევით მარცხენა ფლანგზე უკეთესი საერთო შეფასება აქვს.
ლევანი
14:02 07-08-2024
0
როგორც წინა სატრანსფერო პერიოდში უაზროდ დახარჯა აურელიომ ფული, ახლაც იგივეს აკეთებს. შეხედეთ ამის სახეს. ეს რისი მომგებია?
რეალობა
15:21 07-08-2024
1

სიახლეები პოპულარული