
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარიზელებს ეს გარიგება 60 მილიონი ევრო დაუჯდათ, რასაც 10 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.
ნევეშმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე "არწივების" ფორმა 55 შეხვედრაში მოირგო, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
აქვე გეტყვით, რომ პარიზელებმა და ლისაბონელებმა კიდევ ერთი გარიგებაც გაჩარხეს. პსჟ-ის საკუთრებაში მყოფი 26 წლის ნახევარმცველი რენატო სანჩესი 1-წლიანი იჯარით "ბენფიკას" დაუბრუნდა.