"ნაპოლი" და "ალ აჰლი" ოსიმენის ტრანსფერზე შეთანხმდნენ - ფაბრიციო რომანო ნიგერიელზე წერს

AutoSharing Option
"ალ აჰლი" "ნაპოლის" ვიქტორ ოსიმენის სატრანსფერო ფასზე შეუთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი საუდის არაბეთში გადასვლისგან ჯერჯერობით თავს იკავებს და შეთავაზებებს კვლავ ევროპული კლუბებისგან ელოდება.

რომანოს ინფორმაციით, "ალ აჰლი" მზადაა "პარტენოპეის" ოსიმენის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაუხადოს.

შეგახსენებთ, ნიგერიელის მიმართ ინტერესს ლონდონის "ჩელსიც" იჩენს.

alt"ოსიმენი კომფორტის ზონაშია, მაგრამ კვარას ამას როგორ აუხსნიან?" - იტალიელი ჟურნალისტი

altმძიმე მოლაპარაკებები ლონდონში. ლუკაკუს საკითხი წყდება - ოსიმენის?

altოსიმენი გამოირიცხა? - პსჟ-მა 50 მილიონად ფორვარდი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 22 /
ლაურენტისს რომ არც ნაპოლი და საერთოდ არც ფეხბურთი ადარდებს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. მთავარია ფული გააკეთოს. იმიტომაა ნაპოლი ამ (ცუდ) დღეში.
ბადრი
13:28 26-08-2024
2
ეს ის მომენტია, როცა ევროპაში ყიდი ფეხბურთელს, 130 მილიონს ასაჯაროვებ და ნახევარი თანხაა გადახდილი რეალურად, დანარჩენი ფულის გათეთრების ოფციაა და სულ სხვაა, როცა არაბეთში ყიდი, იქ ოფიციალურად გიხდიან 65 ლიმონს, მაგრამ ხელზე (გაუჭირდებათ!!!) კიდევ გიმატებენ მეორე ამდენს, რომ ადგილობრივ გადასახადებს დაუმალონ და მერე შენ ამ ჩრდილოვან ფულს ისევ ევროპული ტრანსფერებით ათეთრებ, როცა ვიღაც კაიუსტეს და კიდევ მისნაირებს გაყიდი ვითომ 30 ლიმონად და სინამდვილეში მხოლოდ 15 ლიმონს გიხდიან. 15 მათი, 15 - გათეთრებული და მართლა 30 ლიმონი გაქვს. არაბიც კმაყოფილია, კაიუსტეს მყიდველიც, კაიუსტეც და ლაურენტისი ხომ კმაყოფილია და კმაყოფილია, თვლას ვერ აუდის ეგ შობელძაღლი კრიჟანა.
ქომაგი
13:08 26-08-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული