"კარგი იქნებოდა ოსიმენი რომ გაგვეყიდა... ლუკაკუს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს მოვთხოვე, რომ..." - რა თქვა კონტემ "პარმასთან" შეხვედრის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს მესამე ტურში "ნაპოლიმ" "პარმა" დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩემმა გუნდმა ხასიათი გამოავლინა, ლუკაკუს გოლის შემდეგ ფეხბურთელებს მოვთხოვე, რომ ნახევარდაცვაში დაბრუნებულიყვნენ და შეტევები გაეგრძელებინათ.  მეტოქე შესანიშნავად გამოიყურებოდა, მათ ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავთ, რომლებმაც ზეწოლის ქვეშ თითქმის უშეცდომოდ ითამაშეს. 

მიუხედავად გამარჯვებისა, ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეგვეძლო. ვიცით, რომ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. 

დღეს სათადარიგოთა სკამზე ნახევარმცველები არ მყავდა, სწორედ ამიტომ ანგისას და ლობოტკას შეცვლა ვერ შევძელი. ვლოცულობდი, რომ მათ ტრავმები არ
მიეღოთ, ან მსაჯს მოედნიდან არ გაეძევებინა. 

ძლიერი ფეხბურთელები შევიძინეთ, ვეცადეთ პრობლემური პოზიციები მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა და კლუბის მუშაობით კმაყოფილი ვარ. კარგი იქნებოდა ოსიმენი რომ გაგვეყიდა, რადგან ამ შემთხვევაში უფრო გავძლიერდებოდით", - განაცხადა კონტემ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ფაქტია,რომ პირველი ტაიმი პირწმინდად წააგეს,პარმამ მაგრად ითამაშა.მაგრამ ფაქტია ისიც,რომ მეორე ტაიმი ცალ კარში ოყო თამაშიმაგრა დააწვნენ და მეკარეც გასაძევებელი იყო,ისე უხეშად ჩაარტყა ფეხი.ხარისხი აკლდათ მეორე ტაიმში შესრულების,მაგრამ მონდომება,ინტენსივობა,ზეწოლა მეტოქეზე დაუღლელად,ეს ყველაფერი იყო და შედეგიც გამოიღო.ძალიან ძლიერი თამაში აჩვენა პარმამ,მილანს მოუგეს,ნუ გავიწყდებათ.ისე,ლუკაკუ რომ არა,შეიძლება ვერც გაეტანათ.ხვიჩაც მაგარ ფორმაშია,კარგია ჩეხებთან მატჩისთვის.
მირო
13:04 01-09-2024
0
ახლები დაემატებიან, ცოტა შეთაშებაც და
ნაპოლი სერიოზულ გუნდად ჩამოყალიბდება
თენგო
14:37 01-09-2024
1

სიახლეები პოპულარული