Radio Sportiva: მარიო რუიმ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, "ნაპოლის" განაპირა მცველი მარიო რუი პირველი გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს, რადგან "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედის.

ამის შესახებ იტალიელმა სპეციალისტმა პორტუგალიელს სეზონის დაწყებამდე განუცხადა და გუნდის დატოვებისკენ მოუწოდა.

მიუხედავად ამისა, მარიომ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და მინიმუმ ზამთრამდე კლუბს ვერ შეიცვლის.

Radio Sportiva-მ რუის ქმედებას უცნაური უწოდა, რადგან მათი ინფორმაციით, პორტუგალიელმა არაერთი შეთავაზება მიიღო და ზოგიერთმა კლუბმა უფრო მაღალი ხელფასიც შესთავაზა, ვიდრე "ნაპოლიში" გამოიმუშავებს, თუმცა ვეტერანმა ყველა უარით გაისტუმრა.

შეგახსენებთ,
მარიო რუი "ნაპოლის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს.

altმარიო რუი "ნაპოლის" ტოვებს - პორტუგალიელის ახალი კლუბი ცნობილია

alt"მასში ყველაზე მეტად ეს მომწონს" - მარიო რუიმ "კვარაზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული