ესპანეთმა, რომელიც მე-20 წუთზე ლე ნორმანის გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, გასვლაზე შვეიცარიას 4:1 მოუგო. დანიამ კი საკუთარ მოედანზე სერბეთს 2:0 სძლია.
ჯგუფში 6 ქულით ლიდერი დანიაა, მეორე ადგილზე 4 ქულით ესპანეთია, მესამეზე 1 ქულით - სერბეთი, მეოთხეზე კი უქულო შვეიცარიაა.
12 ოქტომბერს სერბეთი შვეიცარიას, ხოლო ესპანეთი დანიას უმასპინძლებს.
ჟენევა. „სტად დე ჟენევი“
შვეიცარია - ესპანეთი 1:4
გოლები: 0:1 ხოსელუ (4), 0:2 ფაბიან რუისი (13), 1:2 ამდუნი (41), 1:3 ფაბიან რუისი (77), 1:4 ფერან ტორესი (80)
გაძევება: ლე ნორმანი (20, ესპანეთი)
კოპენჰაგენი. „პარკენი“
დანია - სერბეთი 2:0
გოლები: 1:0 გრენბეკი (36), 2:0 პოულსენი (61)
"ესპანეთი რასისტული ქვეყანა არ არის" - დე ლა ფუენტემ ვინისიუსს უპასუხა