გალასი: "ჩელსიმ" გალაჰერის გაყიდვით დიდი შეცდომა დაუშვა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა უილიამ გალასმა "ატლეტიკოს" ახალწვეულის, კონორ გალაჰერის შესახებ ისაუბრა. "არისტოკრატების" ყოფილი ცენტრალური მცველის თქმით, "ჩელსიმ" ინგლისელი ნახევარმცველის გაყიდვით, დიდი შეცდომა დაუშვა.

"გალაჰერის გაყიდვით "ჩელსიმ" უდიდესი შეცდომა დაუშვა. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გააკეთა ეს კლუბმა.

ის გუნდის კაპიტანი იყო, "ლურჯებს" ახლა ძირითად შემადგენლობაში, მგონი, სულ ორი ინგლისელი ფეხბურთელი ჰყავთ; პლუს, რის ჯეიმსი ტრავმირებულია.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერის "ატლეტიკოში" გაყიდვა უცნაური გადაწყვეტილებაა, ეს აშკარა შეცდომაა", - განაცხადა გალასმა.

შეგახსენებთ, გალაჰერი "ინდიელებს" 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული