ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ძალიან რთული მატჩი გველოდება

AutoSharing Option
ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინის 2:1 დამარცხებით ალბანური მედია აღფრთოვანებულია. TopSporti წერს, რომ ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრებთან მატჩზეა მიპყრობილი, რომელმაც ჩეხეთი გაანადგურა. კომენტარი ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ გააკეთა.

ბრაზილიელი სპეციალისტი თამაშის შემოტრიალებით კმაყოფილი დარჩა და "ჯვაროსნებზეც" ისაუბრა:

"ჩვენ უკრაინას არაერთხელ შევხვედრივართ, ისევე როგორც საქართველოს. მძიმე ჯგუფია. ჩეხეთიც ძლიერი გუნდია. სამშაბათს ძალიან რთული მეტოქე გვეყოლება, ფიზიკურად მძლავრი და ორგანიზებული. ისინი 3-5-2 სქემით თამაშობენ, ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, ბევრს დარბიან, უტევენ, თავს იცავენ, ორგანიზებულები არიან, კარგი მწვრთნელი უდგათ სათავეში. მათი
ბოლო თამაში არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ურთულესი დაპირისპირება გველოდება".

altua-football: კვარაცხელია და კომპანია A დივიზიონში აპირებენ გადასვლას?

alt"კვარამ" მეკარეს ჰიპნოზი გაუკეთა"- იტალიური გამოცემა ხვიჩაზე წერს

altასეთი საქართველოს ნაკრების ხილვა სასიამოვნოა - გავა დრო და იქნებ ის ნაკლებად გაიხსენონ...

altთემურ ქეცბაია: ვულოცავ ნაკრებს - დავამტკიცეთ, რომ ევროპის ჩემპიონატზეც დამსახურებულად ვითამაშეთ

მკითხველის კომენტარები / 15 /
რთული კი არა დამანგრეველი გელოდებათ
დემე
12:35 09-09-2024
0
არ გინახავს კი არა...
xuta
10:34 09-09-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული