იტალიის ნაკრების ყოფილი ფორვარდის თქმით, განაპირა მცველს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარტენოპეი" აუცილებლად უნდა დაეტოვებინა.
"დი ლორენცომ "ნაპოლიში" დარჩენით დიდი შეცდომა დაუშვა. საჩემპიონო სეზონის შემდეგ საშინელი წელი ჰქონდა. ჯოვანის ზაფხულში გუნდიდან წასვლა სურდა, თუმცა ბოლოს გადაიფიქრა. ვიმეორებ, მან დიდი შეცდომა დაუშვა", - განაცხადა კასანომ.
შეგახსენებთ, დი ლორენცოს "პარტენოპეისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2028 წლამდე აკავშირებს.
ანტონიო კონტე კვარაცხელიასა და დი ლორენცოზე: საუკეთესო ფეხბურთელების გასხვისება ნონსენსია
"დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე, დი ლორენცოს "ნაპოლიდან" წასვლა სურს" - ჯოვანის აგენტი