"მწვრთნელობა სწორედ ამის გამო არ მსურს"- კრიშტიანო რონალდო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ ყოფილ თანაგუნდელ რიო ფერდინანდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას არ აპირებს.

პორტუგალიელის თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები მწვრთნელებს არ უსმენენ.

"ახალი თაობის მიმართ ენთუზიაზმი არ გამაჩნია, მწვრთნელობა ამიტომ არ მსურს.

მათთვის ჩვენი გამოცდილების გაზიარება არაფერს ნიშნავს. მათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან და თვლიან, რომ "ინსტაგრამიდან" და "ტიკტოკიდან" ფეხბურთისადმი საჭირო ცოდნას მიიღებენ.

მე სულ სხვა ხედვები მაქვს, სიმართლე გითხრათ, ბიზნესზე ვფიქრობ. მსურს ვისწავლო ისეთი რაღაცები, რომლის შესახებაც ახლა არაფერი ვიცი.
ასე რომ, როცა საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, ჩემს ბიზნესს მეტ დროს დავუთმობ", - განაცხადა 39 წლის პორტუგალიელმა.

alt"ეკრანზე ორი ვირთხის აზრის გამო კარიერას არ დავასრულებ" - კრიშტიანო რონალდო კრიტიკოსებზე

alt"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე

altპაპარაცების კადრი უკანალზე შეხების მომენტში - რონალდოსა და ჯორჯინა როდრიგესის ფოტო ვირუსულად ვრცელდება [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
გაიგეთ ქართველო სპორტსმენებო ?
დავით 67
17:21 14-09-2024
0
რაც არუნდა თქვან მაინც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია მესისთან ერთად
მოქალაქე
16:38 14-09-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული