"მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ, "იუნაიტედს" უფრო მაღალი მიზნები აქვს"- ერიკ ტენ ჰაგი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა "წითელი ეშმაკების" სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, მის გუნდს უმაღლესი მიზნები აქვს.

"ფეხბურთში გამარჯვება აუცილებელია, რადგან შენგან შედეგებს ითხოვენ. კარგია, რომ კლუბის ახალ ხელმძღვანელებს ეს ესმით და ამაზე საუბრობენ. ერთად ვმუშაობთ, რომ უდიდეს წარმატებას მივაღწიოთ.

არავინ უარყოფს, რომ კლუბში ბოლო 8-9 თვეში ბევრი რამ მოხდა, ამას დადებითი კუთხით ვამბობ. თითქოს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, რაც ძალიან კარგია", - განაცხადა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის მორიგი ტურის მატჩს დღეს, 14 სექტემბერს, სტუმრად, "საუთჰემპტონის"
წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

alt"ბოლო 2 წლის განმავლობაში ინგლისში, "სიტის" შემდეგ ყველაზე მეტი ტიტული მოვიგე" - ტენ ჰაგი

alt"უფრო ინტენსიურად და აგრესიულად უნდა ვითამაშოთ" - ტენ ჰაგი

altოფიციალურად: ტენ ჰაგი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც გაწვრთნის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული