რუსეთის მეორე A ლიგის (რანგით მესამე დივიზიონი) ნოვოსიბირსკის "სიბირის" 37 წლის კაპიტანმა სერგეი ნარილკოვმა კონფლიქტისას 22 წლის თანაგუნდელს, კონსტანტინ პოპოვს ყბა გაუტეხა, - იტყობინება Московский комсомолец-ი ტელეგრამ-არხ Mash Siberia-ზე დაყრდნობით.
ჩხუბი გასახდელში მოხდა და დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. პოპოვს ქვედა ყბის ორმხრივი მოტეხილობა დაუდგინდა და ოპერაცია ჩაუტარდა. კლუბმა მომხდარზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ნარილკოვმა თქვა, რომ ეს "მამაკაცური საქმეა" და კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ამჟამად პოლიცია ინციდენტის გარემოებებს ადგენს და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილებას მიიღებს.