რა თქმა უნდა, ჟურნალისტმა მას პირველ რიგში 2022 წელს რუსეთთან ამხანაგური შეხვედრის შესაძლო ჩატარების შესახებ გაკეთებული განცხადების შესახებ ჰკითხა.
"წარმოვიდგენდი თუ არა იმ განცხადების დროს, რომ ცსკ-ში ვითამაშებდი? - არა, მაგრამ რაღაც უნდა განვმარტო... მაშინ მე იმ ინტერვიუში მხოლოდ პირად უსაფრთხოებაზე ვსაუბრობდი. უკრაინაში მოვლენები ახალი დაწყებული და საერთოდ არ ვიცოდით, თუ რა ხდებოდა თქვენს ქვეყანაში.
ახლა რუსეთში ვიმყოფები და მიუხედავად იმისა, რომ
ჩემი კომენტარი მხოლოდ იმას ეხებოდა, რომ არ ვიცოდით რამდენად უსაფრთხო იყო მატჩის რუსეთში ჩატარება. ეს იყო იმ დროს მთელი გუნდის პოზიცია. ახლა აქ ვარ და არაფრის მრცხვენია, სანერვიულო არაფერი მაქვს. ყველა ჩემი სიტყვა უსაფრთხოებაზე იყო. მეტი არაფერი.
მე კარგად ვიცნობ ქვეყანას, პატივს ვცემ რუსებს, ისევე როგორც სხვა ეროვნების ნებისმიერ ადამიანს. ამ მხრივ პრობლემა არცერთ გუნდთან და არც ერთ ფეხბურთელთან არ მქონია.
ვნანობ თუ არა ადრე გაკეთებული ჩემი განცხადების გამო? - არ ვიცი, რაზე ლაპარაკობთ... რა უნდა ვინანო, პირად უსაფრთხოებაზე, რომ ვზრუნავდი?!
ცუდი არაფერი მითქვამს - რუსეთზე, ბრაზილიაზე, საფრანგეთზე თუ სხვა რომელიმე ქვეყანაზე. იცით, იმედი მაქვს, რომ ფიფა ხვალ რუსეთს საერთაშორისო შეჯიბრებებზე დააბრუნებს. იმიტომ რომ მე ვხედავ რა ხდება მთელ მსოფლიოში. ზოგიერთი ქვეყანა მსგავს მდგომარეობაშია, მაგრამ მათ მიმართ დამოკიდებულება სრულიად განსხვავებულია.
რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს რაც შეიძლება მალე დასრულდება. არ მინდა, რომ მსოფლიოში ვინმემ იტანჯოს. ეს ჩემი სურვილია, რომელიც იმედია მალე ახდება", - თქვა პიანიჩმა.