"სათამაშოდ 100%-ით მზად ვარ, თუმცა..." - შჩესნიმ კონკურენტის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალწვეულმა ვოიცეხ შჩესნიმ თავის კონკურენტის ინიაკი პენიას შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, პოლონელს "ბლაუგრანას" მაისურით ოფიციალური მატჩი ჯერჯერობით არ ჩაუტარებია და მთელ დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებს.

34 წლის კარის დარაჯის თქმით, პენია შესანიშნავად გამოიყურება და გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

"მწვრთნელთან ბევრს ვსაუბრობ, მას უკვე ვუთხარი, რომ 100%-ით მზად ვარ, თუმცა გუნდი შესანიშნავად გამოიყურება, ინიაკი პენია საკუთარ მოვალეობას თავს ბრწყინვალედ ართმევს, ამიტომ ცვლილებების საჭიროება არ არის.

მწვრთნელი რომ ვიყო, მეც არაფერს შევცვლიდი. მჯერა, რომ ადრე თუ გვიან სათამაშო
დროს მივიღებ. ამჟამად გუნდი შესანიშნავად გამოიყურება და მთავარი ეს არის", - განაცხადა შესნიმ.

altშესნიმ დაასახელა ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც თამაშის ეშინოდა

altსამედიცინო შემოწმება გავლილია - შესნი ბარსელონას ფეხბურთელია

alt"როდესაც მსაჯი VAR-ზე პენალტის გადასამოწმებლად წავიდა, მესის ვუთხარი..." - შესნიმ საინტერესო ისტორია მოჰყვა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰაჰა. ტიპი ბედნიერია თავისი ცხოვრებით. ხელფსსს უხდიან, სიამოვნებას იღებს. უნდა ეხლა აქეთ იქით ხტუნაობა? დაიღალა, იხტუნავა საკმარისი მთელი კარიერა )))
დაიღალა უკვე
12:10 26-10-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული