"როდესაც მსაჯი VAR-ზე პენალტის გადასამოწმებლად წავიდა, მესის ვუთხარი..." - შესნიმ საინტერესო ისტორია მოჰყვა

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრების მეკარე ვოიცეხ შესნიმ იმის შესახებ ისაუბრა, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც არბიტრი დენი მაკელი Var-ზე პენალტის ეპიზოდის შესამოწმებლად წავიდა. 

"მესის პენალტის დაწყებამდე ვესაუბრე. მას ვუთხარი, რომ არბიტრი პენალტს არ დადებდა და 100 ევროს ფსონს ჩამოვდიოდი, თუმცა მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ მესისთან ეს ფსონი წავაგე.

არ ვიცი, ნებადართულია თუ არა ეს მსოფლიო ჩემპიონატზე. შესაძლოა, ამის გამო დისკვალიფიკაცია მივიღო, მაგრამ ახლა ამაზე არ ვღელავ. ასევე არ ვაპირებ მესის 100 ევრო გადავუხადო, რადგან ვფიქრობ, ეს არც მას ანაღვლებს.

მსაჯს თავიდანვე ვუთხარი,
რომ კონტაქტი იყო, თუმცა პენალტი დასანიშნი არ გახლდათ. ლეო ზოგიერთ პენალტზე მეკარეს უყურებს, ზოგს კი ძლიერად ურტყამს. ვიცოდი, რომ თუ ძლიერად დარტყმას აპირებდა, ეს უფრო მარცხნივ იქნებოდა.

დავინახე, რომ გამორბენის დროს ის არ ჩერდებოდა. ამიტომაც მარცხენა კუთხე ავირჩიე და პენალტიც მოვიგერიე", - უთხრა შესნიმ TV 2 Sport-ს.

alt"სირცხვილია!" - ფერდინანდი პოლონეთის ნაკრების კარში დანიშნულ პენალტს გამოეხმაურა

altჩინებულმა არგენტინამ ჯგუფი მოიგო - დამარცხებული პოლონეთიც პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
ის ორი ბურთი როგორი იგემე ჩესნი.თავანი ჩააბარე ახალგაზრდა ესე არ შეიძლება სირცხვილია თან სად თამაშობ მოგთხოვენ მაფიოზები და დაგიჯდება ასიათას მაგი.რა თქმა უნდა ვხუმრობ კარგ ხასიათზე ვარ
კაკო
01:30 02-12-2022
3
ეს უკვე მეორედ მოხდა ამ ჩემპიონატზე არგენტინას რომ საეჭვო პენალტი დაუდეს, საუდის არაბეთთანაც აჩუქეს პენალტი, კუთხურების დროს მასეთი სიტუაციები ყოველთვის ხდებოდა და მოხდება კიდეც, ძირითადად მსაჯები მაგას იგნორს უკეთებენ ან კუთხურს ახლიდან აწოდებინენ, მაგრამ არგენტინას პენალტი დაუდეს.
პ.ს. პოლონეთის გასვლა იყო ანტიფეხბურთი, გუნდმა ერთხელაც კი ვერ დაარტყა კარისკენ
მამუკა
17:26 01-12-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული