"ამას იტალიაში "ნაპოლისგან" ვერავინ წარმოიდგენდა" - დელ პიერო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ Sky Calcio-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

"ველოდებოდი თუ არა, რომ "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იქნებოდა? ნამდვილად არა. "ვერონასთან" განცდილი ფიასკოს შემდეგ, იტალიაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "პარტენოპეი" წინ იქნებოდა.

კონტესთვის მაკტომინეი და ლუკაკუ საკვანძო ფეხბურთელები არიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ "ნაპოლი" კიდევ უფრო მოუმატებს. ანტონიოს შეუძლია თამაშები "ბინძური" გზითაც მოიგოს. მისთვის მთავარი გამარჯვებაა", - განაცხადა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, "პარტენოპეი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 22 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან "ინტერს" 4 ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაკტომინეი კიდევ ჯანდაბას, დარბის მაინც ყველაზე მეტს, მაგრამ ლუკაკუო, გაიგეთ კაცოოო? ოსიმენის ნახევარიც არ არის. ვის დაკარგვია საერთოდ....
კარგით რა
20:07 28-10-2024
1
დდდ-ს,ათასპროცენტიანი ბრძანდებით.ჩემი სათქმელი ბრძანეთ.მადლობთ.
0

სიახლეები პოპულარული