"პირადად ჩემთვის "ოქროს ბურთს" პრესტიჟი და მნიშვნელობა საერთოდ აღარ გააჩნია. უბრალოდ ამიხსენით რა კრიტერიუმით ირჩევა გამარჯვებული.
პირველად ვნახე რომ ეს ტიტული მოიგო ფეხბურთელმა, რომელიც პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ გუნდშიც კი ვერ მოხვდა. ეს ბევრ რამეს ამბობს.
მიუხედავად ამისა, ბედნიერი ვარ, რომ ტიტული როდრის გადაეცა, ვფიქრობ, ესპანელი ამ ჯილდოს გასულ სეზონში იმსახურებდა, როდესაც "მანჩესტერ სიტიმ" ყველა შესაძლო ტიტული მოიგო", - განაცხადა გუტიმ El Chiringuito-სთან ინტერვიუში.
"მასზე გაბრაზებული ვარ" - გუტიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
კვარაცხელიას გარეშე - გუტიმ სხვადასხვა კრიტერიუმით იდეალური ფეხბურთელი შექმნა