2025 Ballon d’Or. გენიალური "კვარადონა" "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა ათეულშია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ ორივე მატჩის შესანიშნავად ჩატარების შედეგად, პსჟ-ის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს შორის მიმდინარე სეზონში პირველად დასახელდა და თანაც ათეულში მოხვდა, - ამის შესახებ msn იტყობინება.

„პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პრემიერლიგის ლიდერ „ლივერპულთან“ სახლში და სტუმრად იმდენად მაღალ დონეზე იასპარეზა, რომ ისტორია დაწერა.

მოცემულ მომენტში, როდესაც პრიზის მოგებისთვის ბრძოლაში კანდიდატებზე ვსაუბრობთ, „კვარადონა“ ლიდერებს შორის არ არის, მაგრამ თუ "პარი სენ ჟერმენი" ტურნირზე წარმატებულ გზას განაგრძობს, დიდი ალბათობით, სიტუაცია შეიცვლება. ამ სიაში შეყვანას პარიზული გუნდის ნახევარდაცვის დიდებული ტრიოდან
(ვიტინია, ჟოაო ნევეში და ფაბიან რუისი) ნებისმიერი დაიმსახურებს.

თუმცა, კვარაცხელია, შესაძლოა, ამჟამად მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე შთამბეჭდავი და უნიკალური შემტევია და შეუძლებელია გულგრილი დაგტოვოთ ბოლო შეხვედრებში ქართველის თამაშმა, როდესაც ინდივიდუალურად გენიალურად მოქმედებს და გამარჯვების მომტან მომენტებს ქმნის“.

2025 Ballon d’Or-ის რეიტინგის პირველი ათეული

1. რაფინია (ბარსელონა)
2. კილიან მბაპე (რეალი)
3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
4. ჰარი კეინი (ბაიერნი)
5. უსმან დემბელე (პსჟ)
6. ვინისიუსი (რეალი)
7. ლამინ იამალი (ბარსელონა)
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
9. პედრი (ბარსელონა)
10. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

alt"როცა პსჟ-ში გადავიდა, "კვარას" ეს ვუთხარი... მოედანს მიღმა საოცარი ადამიანია" - ვიქტორ ოსიმენი

მკითხველის კომენტარები / 10 /
შენ გენაცვალე კვარა! რეალობა ზღაპრად გვიქცია! ქართველი ოქროს ბურთის ნომინანტთა ათეულში! ეს რეალობაა! მადლობა კვარა! უფალი გფარავდეს!
ირაკლი
22:06 14-03-2025
0
ვინმემ გამაგებინოს ამ სიაში გოიმ ვინისიუსს რა უნდა?
kote
21:23 14-03-2025
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული