"ალ ჰილალის" დატოვებას არ განვიხილავთ" - ნეიმარის აგენტმა ჭორები უარყო

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში ბრაზილიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ალ ჰილალის" შემტევს, ნეიმარს, საუდის არაბეთის დატოვება და სამშობლოში გადაბარგება სურდა.

Globo Esporte წერდა, რომ 32 წლის ვარსკვლავი მოლაპარაკებებს მშობლიურ კლუბ "სანტოსთან" აწარმოებდა.

აღნიშნული ინფორმაცია ნეიმარის აგენტმა პინი ზაჰავიმ უარყო და განაცხადა, რომ მისი კლიენტი "ალ ჰილალს" უახლოეს პერიოდში არ დატოვებს.

"ნეიმარის "ალ ჰილალიდან" წასვლა არ განიხილება, მას აქ კონტრაქტი აქვს და ძალიან ბედნიერია.

ნეიმარის მომავალზე მხოლოდ მე და მისი მამა ვსაუბრობთ, არ ვიცი ეს ჭორები საიდან გაჩნდა", - განაცხადა ზაჰავიმ.

alt"ნეიმარი ჩვენთან?

ეს კლუბია და არა საავადმყოფო - "პალმეირასის" პრეზიდენტმა "ალ ჰილალის" შემტევზე ისაუბრა

alt"ნეიმარი გაცილებით მაგარია, ვიდრე რონალდინიო" - "მილანის" ნახევარმცველი

alt1-წლიანი პაუზის შემდეგ - ნეიმარი მოედანს უბრუნდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული