"ნეიმარი გაცილებით მაგარია, ვიდრე რონალდინიო" - "მილანის" ნახევარმცველი

AutoSharing Option
"მილანიდან" "ფიორენტინაში" განათხოვრებულმა იასინ ადლიმ RMC Sport-თან ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელის ნეიმარის შესახებ ისაუბრა.

ადლი და ნეიმარი 2017/2018 წლების სეზონში ერთად "პარი სენ ჟერმენში" გამოდიოდნენ.

ადლის თქმით, ნეიმარი გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე რონალდინიო.

"როცა ნეიმარი "პარი სენ ჟერმენში" გადმოვიდა, უბრალოდ უცხოპლანეტელს ჰგავდა. ყველაფერი რასაც აკეთებდა, წარმოუდგენელი იყო.

პასები, დრიბლინგები... ბურთს არ კარგავდა, მეტოქეებს არც კი იმჩნევდა.

ზოგჯერ კამათობენ ვინ არის უკეთესი, რონალდინიო თუ ნეიმარი. ჩემი აზრით, ნეიმარი გაცილებით მაგარი ფეხბურთელია, ვიდრე რონალდინიო. ორივეს დიდ პატივს ვცემ, მაგრა ნეიმარი ძალიან, ძალიან ძლიერი
მოთამაშეა.

ჩემთვის ნეიმარი მესისა და რონალდოზე ოდნავ ქვემოთაა, ბრაზილიელი თითქმის მათ დონეზეა", - განაცხადა ადლიმ.

alt1-წლიანი პაუზის შემდეგ - ნეიმარი მოედანს უბრუნდება

altნეიმარი ისევ ევროპაში და თანაც "ბარსელონაში"? - ბრაზილიელის შესაძლო დიდი დაბრუნების დეტალები

alt"ჩემი შვილის მამა ნეიმარია" - უნგრელი მოდელის მტკიცება, ყველაფერს ნათელი მალე მოეფინება

altრონალდო ტირის, ნეიმარი კი ფანების ამ შეძახილზე იცინის... - საუდის არაბეთის თასის ფინალის შემდეგ გადაღებული ვიდეო ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე თუ მკითხავენ, მე ვიზუალურადაც გაუჩოს ვანიჭებ უპირატესობას! ნახე როგორი ღიმილი აქვს ბიჭს, კაშკაშებს შეჩემა, სიკეთეს ასხივებს მისი სახე და ამაზე ლამაზი და კარგი როგორ უნდა თქვა ნეიმარიაო? რა თქმა უნდა, მაგარია ნეიც, მაგრამ გაუჩო ნაღდი უცხოპლანეტელია! ლეოსავით! ლეომ კი აჯობა, მაგრამ, დიდად არ ჩამოუვარდება. კარიერა რომ ასე ადრე არ დაესრულებია გაუჩოს და იმდენ ხანს ეთამაშა, რამდენიც ლეომ ითამაშა, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ არანაკლები მიღწევები ექნებოდა. ოქროს ბურთსაც მოიგებდა კიდევ არაეთხელ, დარწმუნებული ვარ! ვაფშე ვინაა ეგ იდიოტი ნეის და გაუჩოს როგორ ადრის? თან როგორ ბაზრობს...
ისევ გურულო
21:44 18-01-2025
0
ვაი შენს პატრონს,როცა რონალდინოს ადარებ ნეიმარს და ამბობ ნეიმარი ჯობიაო შენი აიქიუ მესაწყლება
დიმა
03:56 19-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული