ის სოციალურ ქსელში გამომწერების შეკითხვებს პასუხობდა და ჰკითხეს, არის თუ არა ამჟამად დაქორწინებული და რას იტყოდა მეუღლესთან შერიგების ამბავზე.
"მე დაქორწინებული ვარ. მიყვარს ჩემი ქმარი", - გასცა პასუხი ზუბკოვამ და ფეხბურთელთან ერთობლივად გადაღებული ფოტოც დაურთო.
ეს ყველაფერი კი განსაკუთრებულად იმით არის საინტერესო, რომ ამა წლის მაისში გოგონამ მეუღლე ღალატში ამხილა და ამის დამადასტურებელი "სქრინები" სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მან საჯაროდ გაავრცელა თავისი მეუღლის მიმოწერის სურათები
ის ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელმა მისი ღალატი მას მერე დაიწყო, რაც ის და მისი შვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ საზღვარგარეთ წავიდნენ.
"ზღაპარი ერთგული ქმრების არსებობის შესახებ მხოლოდ ზღაპარი აღმოჩნდა. შემთხვევით გავიგე", - დაწერა მაშინ სოციალურ ქსელში ზუბკოვამ.
ანამ იმ პერიოდში სხვა ქალებს ურჩია, ყოველთვის ჰქონდეთ ფინანსური გათვლა, რათა ნებისმიერ უსიამოვნო სიტუაციაში შეძლონ საკუთარი თავის და შვილების უზრუნველყოფა. და ასევე დადონ საქორწინო კონტრაქტი.
სათქმელია ისიც, რომ ზუბკოვამ უკრაინის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ სკანდალური განცხადებაც გააკეთა, რაც მას ამპარტავნობაში ჩაუთვალეს, თუმცა ეს დიდად არ ანაღვლებს.
"ვერ ვიცხოვრებდი ისეთ კაცთან, რომელიც დიდ ფულს არ გამოიმუშავებს. რა ხელფასი იქნება ნორმალური ჩემი საყვარელი მამაკაცისთვის? - მინიმუმ 10 000 ევრო.
თვეში ჩემს თავს 3000 ევროს მაინც ვახარჯებ. ძვირადღირებულს ჩემთვის არაფერს ვყიდულობ, ამ ყველაფრით ქმარი მანებივრებს", - თქვა მაშინ ზუბკოვამ.
სისტემატური ღალატი და მეძავების მომსახურება - ანამ მეუღლე ღალატში ამხილა
და ჩემი გამოცდილებით არ მინდა კიდე რამე ვინმესთან.
კი ლოგინი,კექსი და ა.შ.შ.
მაგრამ რაღაცნაერი განცდა გაქვს- მაგ ქალებს მთელი ცხოვრება ჰქონდათ ურთიერთობა ტრიაპკა-ჩმორ ტიპებთან და რაღაც ეტაპზე იწყებენ საზღვრების ძებნას-რომ შენც რაღაცნაერად გადაგაჯიშონ.
შეიძლება გთხოვოს ხელჩანთა წამომიღე,ან ამგვარი ვითომ უწყინარი რაღაც ხრიკი და როცა უარს ეუბნები ვითომ გებუტებიან და ა.შ.შ
კაი მოკლედ,კაი ძროხაა ესეც