ტრანსფერი რეალურია - "ნაპოლი" მაგუაიერის დამატებას ცდილობს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა მცველმა ჰარი მაგუაიერმა შესაძლოა, კარიერა "ნაპოლიში" გააგრძელოს, ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გარდაუვალია, რომ 31 წლის ფეხბურთელი სეზონის ბოლოს "წითელ ეშმაკებს" დატოვებს, ანტონიო კონტეს კი ინგლისელის საკუთარი გუნდის რიგებში ხილვა სურს.

გამოცდილ მოთამაშეს "მანკუნიანელებთან" კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე არ საუბრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰარი "პარტენოპეის" უფასოდ შეუერთდება.

გამოცემის ინფორმაციით, მაგუაიერის დამატებით თურქული კლუბებიც ინტერესდებიან, მაგრამ მაგუაიერს ტოპ ჩემპიონატში თამაში სურს.

შეგახსენებთ, "იუნაიტედმა" ინგლისელი 2019 წელს, 80 მილიონი ევროს
სანაცვლოდ დაიმატა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია, გუნდის გაახალგაზრდავების დროა! ;)
ვვვ
14:20 24-12-2024
2
იდეალურს ვერ ვუწოდებ ამ შენაძენს , მაგრამ ბონჯორნოს არყოფნისას ( გასაკუთრებით საკუთარ საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებებისას ) , ვერ ვიტყვი , რომ დღევანდელი ნაპოლიდან , ვინმე უფრო საიმედოა .
zaza
16:27 24-12-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული