"თუ ეს ყველაფერი მშვიდობას ხელს შეუწყობს, მე ამ დათმობისთვის მზად ვარ" - ტიმოშჩუკმა უკრაინის მიერ მისთვის ჯილდოების ჩამორთმევის შემდეგ განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ანატოლი ტიმოშჩუკმა თავისი ქვეყნის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვითაც მას ყველა ჯილდო ჩამოართვეს.

მოგეხსენებათ, რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, მან "ზენიტი" არ დატოვა და მუშაობა კვლავ პეტერბურგულ გუნდში გააგრძელა.

ტიმოშჩუკმა CAS-ში (სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო) სიტყვით გამოსვლისას თქვა:

"ჩემი კარიერის განმავლობაში, უკრაინულ, რუსულ და ევროპულ გუნდებში ვთამაშობდი. ჩემთვის მთავარი კრიტერიუმი ყოველთვის გულშემატკივრებთან და ჩემს იმჟამინდელ კლუბთან მოვალეობის პატიოსნად შესრულება იყო. როდესაც ფეხბურთის რეპუტაციაზე ვსაუბრობთ, ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ფეხბურთი, ისევე როგორც ზოგადად სპორტი, არ
უნდა ექვემდებარებოდეს პოლიტიკურ მანიპულირებას. ჩემთვის ფრაზა "ფეხბურთის რეპუტაცია" არ არის მხოლოდ ციტატა UAF-ის კოდექსიდან. ამიტომ, თუ ეთიკისა და სამართლიანი თამაშის კომიტეტი მადანაშაულებს ასეთ სერიოზულ დარღვევაში, მან უნდა მოგვაწოდოს უფრო მყარი მტკიცებულება, ვიდრე უბრალოდ გაბრაზება და ფეხბურთელების მხრიდან რეაქცია. ჩემთვის ფეხბურთის რეპუტაცია არის რაღაც მეტი, ვიდრე მანიპულირების საგანი დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით.

მხარს ვუჭერ სამშობლოში მშვიდობას და მინდა, რომ ყველა მხარე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და მოიპოვოს კონსენსუსი, რომელიც მშვიდობას აღადგენს. თუ კომიტეტი თვლის, რომ ჩემი დასჯა, რეგალიების ჩამორთმევა და სამწვრთნელო ლიცენზიის ჩამორთმევა ხელს შეუწყობს მშვიდობის აღდგენას, მე მზად ვარ დავთმო ყველაფერი ჩემით.

მაგრამ როგორც პროფესიონალი სპორტსმენი, როგორც ადამიანი, ვისთვისაც ფეხბურთში რეპუტაცია სიტყვებზე მეტია, არ მივცემ არავის უფლებას, გამომიყენონ პოლიტიკური მანიპულირებისთვის", - თქვა ტიმოშჩუკმა.
მკითხველის კომენტარები / 27 /
არაფერიც არმჯერა და არც არაფერს ვიგონებ.რუსეთი იყო იმპერია და ბუნებრივია ის ისწრაფვოდა თავისი ტერიტორიების გაფართოებისაკენ.ის იერთებდა თავის მოსაზღვრე ტერიტორიებს სადაც ამყარებდა იგივე მმართველობას რაც თავის ქვეყანაში ჰქონდა.შენი საფიცარი დასავლითისაგან განსხვავებით ის არ იპყრობდა შორეულ ქვეყნებს და იქ არ ამყარებდა კოლონიალურ რეჟიმებს.არ ძარცვავდა და არ ანადგურებდა მოსახლეობას.პირიქით, შექონდა განათლება და ცივილიზაცია,თავისი დონისა და მდგომარეობის შესაბამისად.და კიდევ,---ჩვენი სათაყვანო მეფე ,დავით აღმაშენებელი,რომელმაც დაიპყრო ტერიტორიები ტუაფსედან კასპიის ზღვამდე ოკუპანტი იყო? ვაი შენს პატრონს და იმან არ გაიხაროს ვინც თქვენ ტვინები ასე გამოგირეცხათ და ზომბებად გაქციათ.
არა და-ს
13:22 26-12-2024
0
დებილო! დებილო! დებილო!----რუსეთი უკრაინაში თავისი ყოფილი ტერიტორიების დასაპყრობად კიარ შევიდა,არამედ თავისი ხალხის გადასარჩენად უკრაინის ფაშისტური ხელესუფლების გენოციდამდე მისული აგრესიისაგან.ეს ერთი და მეორე:თუ ჩვენს სამეზობლოში ,ისტორიულ ქართულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ქართველებს,ადგილობრივი ხელისუფლება გენოციდს დაუპირებს და შენ თუ თავი და ტრაკი გექნება ,არ უნდა შეეცადო გადარჩენას? ჰა? დებილო! დებილო! კიდევ ერთხელ დებილო!
ზურაბ ფიფიას
13:02 26-12-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული