ტიმოშჩუკი: ერთი ხუმრობის გამო რიბერიმ ბურღი აიღო და...

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანატოლი ტიმოშჩუკმა ყოფილი თანაგუნდელის, ფრანკ რიბერის ხუმრობის სტილზე ისაუბრა.

"ფრანკი ძალიან აქტიურია. მახსოვს, ვიღაცამ შუა მაგიდაზე ხელსახოცებით ომი გააჩაღა და ერთმანეთს ქაღალდის ხელსახოცებს ვესროდით. ფრანკს კი არ შეეზარა და ჩემგან გაქცევა დაიწყო, ჯერ მეორე სართულზე, შემდეგ გასახდელში. მე და კანი ხშირად ვასხამდით ერთმანეთს წყალს სახურავიდან.

ვიღაც კი ასე გაეხუმრა რიბერის და საპირფარეშოში ჩაიკეტა. ფრანკმა კი ხელში ბურღი აიღო და ცოტაც და, კარის გარღვევას დაიწყებდა. მოკლედ, შესვენების გარეშე ხუმრობდა", - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი.

ტიმოშჩუკი "ბაიერნში"
2009-13 წლებში თამაშობდა. მიუნხენელებთან ერთად ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა, ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული