სკანდალური მატჩი თურქეთის ჩემპიონატში - "დემირსპორის" ფეხბურთელებმა "გალათასარაისთან" მატჩის გაგრძელებაზე უარი თქვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "გალათასარაიმ" "ადანა დემირსპორს" უმასპინძლა, შეხვედრა 30-ე წუთზე შეწყდა, რადგან სტუმართა გუნდის ფეხბურთელებმა მატჩის მთავარი არბიტრის მიმართ პრეტენზიები გამოთქვეს.

ეპიზოდის განმუხტვას "დემირსპორის" პრეზიდენტი შეეცადა, რომელიც მოედანზე გავიდა, თუმცა მოთამაშეებმა მოედანზე დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

მასპინძლები ალვარო მორატას მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის წყალობით იგებდნენ.

დიდი ალბათობით, "დემირსპორს" მკაცრად დასჯიან, გუნდი ისედაც რთულ სიტუაციაშია, რადგან 23-ე ტურის შემდეგ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 5 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

"გალათასარაი" 57 ქულით პირველ ადგილზეა.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ "ფენერბაჰჩეს" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე
მოურინიომ მსაჯები "გალათასარაის" მიმართ მიკერძოებაში დაადანაშაულა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მიზეზი რატომ დატოვეს მინდორი ვერ გავიგე.პენალტი უეჭველი იყო სხვა არაფერი საკამათო არ ყოფილა.
13
ისე, პენალტი ნაღდად არ იყო და აშკარა იყო, რომ გამზრახ წამოედო ფეხით ...
გასაფრთხილებელი იყო შემტევი!
გაუგებარია 20 წთ-ის შემდეგ რეაგირება ...
16:20 10-02-2025
0

სიახლეები პოპულარული