მატეტას ყურზე 25 ნაკერი დაადეს - "მილუოლის" მეკარე ამ ქმედების შემდეგ მაშინვე გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
FA თასის მერვედფინალში "კრისტალ პალასმა" "მილუოლი" 3:1 დაამარცხა. მე-7 წუთზე "არწივების" ერთ-ერთ ლიდერ ჟან-ფილიპ მატეტას "მილუოლის" მეკარემ ლიამ რობერტსმა ბუცი თავში ჩაარტყა, ფრანგი ფორვარდი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, რობერტს კი მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა.

"კრისტალ პალასის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მატეტას ყურზე 25 ნაკერი დაადეს და საავადმყოფოდან გაწერეს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მატჩის გამოტოვებით დაისჯება რობერტსი.

ტურნირის მეოთხედფინალში "კრისტალ პალასის" მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული