სომხეთისა და საქართველოს მატჩს ესპანური კლუბების სკაუტები დაესწრენ

AutoSharing Option
Metaratings-ის ცნობით, ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩს (0:3) ესპანური კლუბების წარმომადგენლები დაესწრნენ.

"სევილიას", "ბეტისის" და "ლეგანესის" სკაუტები ერევანში სომხეთის ნაკრების მარცხენა მცველის ნაირ ტიკნიზიანიას თამაშზე დასაკვირვებლად იმყოფებოდნენ.

მოსკოვის "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და Whoscored-ისგან მასპინძელთა გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო - 6.7. sofascore-მ მისი თამაში 6.8 ქულით შეაფასა, flashscore-მ კი 6.3-ით.

ასევე დაგაინტერესებთ