3:0 - საქართველოს ნაკრებმა ერევანში სომხეთი დაჯაბნა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
 
AUTO PLAY
ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა დისკვალიფიცირებული კაშიასა და კვარაცხელიას გარეშე გასვლაზე სომხეთი 3:0 დაამარცხა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და პირველი მომენტი შექმნეს - ჩაკვეტაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, საჯარიმოში ივუსთან ბრძოლაში გაზონზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეტოქე თავს კომპაქტურად იცავდა და ჩვენს გუნდს მოწინააღმდეგის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. ისევ ჩაკვეტაძემ იაქტიურა, დაარტყა კიდეც და ბურთი მეკარე ჩანჩარევიჩმა ფეხით მოიგერია. შემდეგ ქოჩორაშვილი შეიჭრა საჯარიმოში, ჯერ მიზანს ვერ უწია, ცოტა ხანში კი მან „ჯვაროსნები“ დააწინაურა. შანსი მასპინძლებსაც მიეცათ,
თუმცა სევიკიანს მამარდაშვილმა არ გაატანინა. მერე სომხების კარი მიქაუტაძემ დალაშქრა და პირველი ტაიმი 2:0 მოვიგეთ.

Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
 
მეორე ტაიმის დასაწყისში დავითაშვილის კარგ შეტევას შედეგი არ მოჰყვა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩაკვეტაძის დიდებული დრიბლინგი მიქაუტაძემ დააგვირგვინა. საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - კიტეიშვილის, ჩაკვეტაძის და მიქაუტაძის ნაცვლად მოედანზე მექვაბიშვილი, წიტაიშვილი და ზივზივაძე შეუშვა, ხოლო 5 წუთის შემდეგ ტრავმირებული ლოჩოშვილი დვალით შეცვალა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
 
საპასუხო შეხვედრა თბილისში 23 მარტს გაიმართება.

ერევანი. „ვაზგენ სარგსიანი“
სომხეთი - საქართველო 0:3
გოლები: 0:1 ქოჩორაშვილი (33), 0:2 მიქაუტაძე (37), 0:3 მიქაუტაძე (59)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი (დვალი 70), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 75), კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 65), დავითაშვილი, ჩაკვეტაძე (წიტაიშვილი 65), მიქაუტაძე (ზივზივაძე 65)

altსანიოლი: ფეხბურთი ვითარდება და სიახლეებიც საჭიროა!

მკითხველის კომენტარები / 77 /
გილოცავთ გამარჯვებას! მიუხედავად იმისა, რომ კლასში სერიოზული სხვაობა იმთავითვე იკითხებოდა, გარკვეული შიშები მაინც იყო.მოგეხსენებათ ფეხბურთში ერთი კონკრეტული თამაში სავსებით შესაძლებელია ყველანაირი ლოგიკის საწინააღმდეგოდ განვითარდეს. სხვა მხრივ, თითქოს ნათელი იყო, რომ გუნდს, რომელის მთლიანი ღირებულება ჩვენი ერთი მიქაუტაძის შესაბამისია, სერიოზული წინააღმდეგობა ვერ უნდა გაეწია. ისემც ყველაფერი აგიხდეთ, არანაირი სიურპრიზი სომხების მხრიდან! რაც შეეხება ჩვენ განლაგებას და ძველ-ახალ სქემას.4-2-3-1 ის სქემაა, რომელსაც ვაისი წლებია იყენებდა, მართალია სხვა შემადგენლობას ეყრდნობოდა, მაგრამ მაინც ის არ არის უცხო ჩვენთვის. კვეკვეც ამ პოზიციაზე ადრეც არაერთხელ გვინახავს. აი რაც შეეხება კიტეს, ის მეტწილად კვეკვეს მხარდამხარ, საყრდენად უფრო იდგა. ვილიმ ის წინ წასწია, პრინციპში არც ეს იყო სიახლე.აქ საინტერესო იყო, გარკვეული პაუზის შემდეგ, როგორი სახე ექნებოდა ჩვენ ოთხმცველიან დაცვას. ლოჩოშვილი კარგი იყო და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. აზაროვი (ბოლოსდაბოლოს ვეღირსეთ დაყენებას) შესანიშნავია და კაკაბაძეც ძველებურად საიმედო. გოგლიჩიძე ცალკე აღნიშვნის ღირსია. ის უკვე შეიძლება ითქვას პოტენციურად დიდი ვარსკვლავია. დაცვის ცენტრის მომავალი, მისი სახით საიმედო ხელშია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მოულოდნელად დაგვიდგა მცველების საჭიროება. ცხადია ამ ბიჭებს სჭირდება ღირსეული ალტერნატივები. ეს სამუშაო მწვრთნელებისათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ახალი სახეები დაცვაში დაუყონებლივ გვჭირდება. და ბოლოს: რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება ამ ფორმაციის ნაკრები მნიშვნელოვან მოწინააღმდეგებთან? აქ პასუხი ჯერ კიდევ ვერ იქნება ცალსახა, საქმეში უნდა ვნახოთ. ერთი დეტალია გასაკვევი, რამდენად უზრუნველყოფს ეს სქემა კვარას პოტენციალის გამოყენებას. 4-2-3-1 სუფთა ვინგერებისათვის მაინცდამაინც არაა სახარბიელო. აი 4-3-3 _ში კვარა თავს გრძნობს როგორც თევზი წყალში. იქნებ ამაზეც გაიწიოს ვილი? მოწინააღმდეგეს ამჟამინდელი ფორმიდან გამომდინარე (სომხებს არ ეწყინებათ) ჩვენი ნაკრების ძალაზე დასკვნების გამოტანა ჯერ მაინც ნაადრევია, მარამ ბიჭების ნებისმიერი მოგება მაინც ყოველთვის სიხარულს გვანიჭებს.
ამატაკი
15:21 21-03-2025
0
ბრავო ნაკრებს. ამ დროს ვაჭარი კერესელიძე ტორპედოს პრეზიდენტი და მისი ჯოგი აგებენ სომხურ გუნდთან.სოლიდური შევსება ბიუჯეტის აუცილებელია ალბათ..ამათი ნაცი დ…ს მოკითხვა
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული