![](https://sportall.ge/pictures/image31/648779b9bcdc5be9696463df4e8f9540.jpg)
- ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. პირველი მატჩები: სიტყვის კაცი უნაი! [VIDEO]
მატჩის შემდეგ საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა და ფაქტები გამოქვეყნდა. თუ დავუჯერებთ მას, "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი არ აქვს.
- ევროთასების ისტორიაში არ მომხდარა, რომ შემდეგ ეტაპზე გასულიყო გუნდი, რომელმაც პირველი მატჩში ანგარიშით 0:4 წააგო.
- აღსანიშნავი ფაქტია, რომ "ბარსელონას"ფორვარდ ლიონელ მესის პსჟ-ის საჯარიმოში ბურთი ერთხელაც არ მიუღია. მთლიანი თამაშის განმავლობაში არგენტინელმა მხოლოდ ერთი არაზუსტი დარტყმა განახორციელა მეტოქის კარში,
!["ბარსელონას" შანსი არ აქვს - სტატისტიკა ესპანელების წინააღმდეგ Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/0df690f48a094444b5e88cc31131ffc6.jpg)
- ესპანურმა გუნდმა აქამდე ოთხჯერ წააგო 4-ბურთიანი სხვაობით უეფას ეგიდით ჩატარებულ მატჩებში, ბოლოს კი ეს 2013 წელს, მიუნხენის "ბაიერნთან" (0:4) მოხდა.
- გამოსარჩევი ფაქტია, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გუნდი, რომელიც 4-ბურთიანი სხვაობით აგებდა, პლეი ოფში შემდეგ ეტაპზე არასდროს გასულა.
- პსჟ გახდა მე-6 გუნდი ტურნირის ისტორიაში, რომელმაც "ბარსელონას" 4 გოლი გაუტანა. მანამდე "ბარსელონას" კარში ოთხი გოლის გატანა შეძლეს "მილანმა", კიევის "დინამომ", "ვალენსიამ", ლონდონის "ჩელსიმ" და მიუნხენის "ბაიერნმა".
- საერთო ჯამში, "ბარსელონამ" 6-ჯერ გაუშვა 4 გოლი ჩემპიონთა ლიგის 223 მატჩში და ერთხელაც არ გაუშვია 4-ზე მეტი გოლი.
- ლუის ენრიკე: იმედს არ ვკარგავ, ხუთი გოლი უნდა გავიტანოთ
- უნაი ემერი: "ბარსელონასთან" თითქმის იდეალური მატჩი ჩავატარეთ