ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "მონაკო" მძიმე ბრძოლაში დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს, 21 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართა. "მანჩესტერ სიტიმ" "მონაკოს" უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 5:3 დაამარცხა.

ანგარიში 26-ე წუთზე ლეროი სანეს აქტიურობის შედეგად რაჰიმ სტერლინგმა გახსნა. 6 წუთში რადამელ ფალკაომ ანგარიში გაათანაბრა, მე-40 წუთზე კი კილიან მბაპემ მეორე შეაგდო და ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

50-ე წუთზე "მონაკოს" მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ რადამელ ფალკაომ პენალტი ვერ გაიტანა. ფალკაომ 61-ე წუთზე დუბლი მაინც გაიფორმა, ამ გოლამდე 3 წუთით ადრე სერხიო აგუერომ გაიტანა. არგენტინელმა ფორვარდმა 71-ე წუთზე თავისი მეორე
გოლიც გაიტანა და ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანბრა.

77-ე წუთზე ჯონ სტოუნსის ჯერიც დადგა, რომელმაც "სიტი" წინ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი 82-ე წუთზე ლეროი სანემ დააფიქსირა - 5:3.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 15 მარტს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საოცარი მატჩი,საოცარი მსაჯით.
სოსო
12:49 22-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული