ხოსეპ გვარდიოლა: ეს მაგარი ფეხბურთი იყო!

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "მონაკოსთან" (5:3) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ამ დაპირისპირებაში ყველაფერი წინაა. შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით. ამიტომ კმაყოფილი ვარ შედეგით, რომელიც გასვლის შანსს გვიტოვებს. ბევრი ჩემი ფეხბურთელისთვის ეს პირველი ნაბიჯებია ჩემპიონთა ლიგაში. პროგრესისთვის ზოგჯერ ასეთი რამეც უნდა გამოიარო, მაგრამ ჩვენ არასდროს ვნებდებით.

მჭიდრო ზონაში ვუტევდით და ამავე დროს, უკან ბევრ თავისუფალ ზონას ვტოვებდით. ეს მაგარი ფეხბურთი იყო. ვფიქრობ, დღეს მე უფრო მეტად ბედნიერი ვარ, ვიდრე ჩემი კოლეგა "მონაკოდან".

"მონაკო" სწორედ ის გუნდია, რომელსაც
მილიონი გოლის გატანა შეუძლია. ამ გუნდს სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს და დიდი ძალებით უტევენ. ჩვენ დავუშვით შეცდომები, მაგრამ რაც მთავარია, არ ვნებდებოდით.

მეორე ტაიმში ზოგჯერ გვიმართლებდა, მაგრამ შესვენებამდე პირიქით იყო.

ძალიან მინდა, ვნახო, სხვა გუნდები "მონაკოს" წინააღმდეგ მატჩში როგორ არ გაუშვებენ გოლს. თუმცა ჩვენც ბევრი მომენტი შევქმენით. არც კი ვიცი, უთამაშია თუ არა "მონაკოს" ისეთ გუნდთან, რომელიც ამდენ მომენტს ქმნის.

ჩვენ მათთან იმ მიზნით ჩავალთ, რომ რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანოთ. თუ სტუმრად არ გავიტანეთ, მაშინ ტურნირიდან გამოვვარდებით", - თქვა გვარდიოლამ.

- ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ორი აგუერო გვარდიოლასთვის [VIDEO]

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული