ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დიდი სასწაული "კამპ ნოუზე" [VIDEO]

AutoSharing Option
* "ბარსელონა" პირველი კლუბია ამ ტურნირის ისტორიაში, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავიდა პირველ მატჩში 0:4 წაგების შემდეგ.
* მეეექვსე, გადამწყვეტი გოლი მას მერე გავიდა, რაც პსჟ "ბარსელონას" გოლკიპერზე (!) დაჯარიმდა.
* სერხი რობერტომ ლიგაზე სულ სამი გოლი გაიტანა და სამივე "კამპ ნოუზე".

თუ რომელიმე გუნდს შეუძლია თანამედროვე ფეხბურთში სასწაულის მოხდენა, პირველ რიგში, ეს "ბარსელონაა" და ალბათ, ამადაც იყო, რომ მიუხედავად პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგისა, საფეხბურთო მსოფლიო განმეორებით მატჩს მაინც დიდი ინტერესით ელოდა.

როდესაც "ბარსელონა" "კამპზე ნოუზე" თამაშობს, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს,
აბსოლუტურად ყველაფერი, რაც განვლილ შეხვედრაშიც დადასტურდა.

მომენტების და გოლების აღწერა შორს წაგვიყვანს - "ბარსამ" სასწაული მოახდინა, 6:1 სძლია მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო შოუ, ეს იყო ზღაპარი - ეს იყო ის, რისთვისაც ასე ძალიან გვიყვარს ფეხბურთი.

* * *
მეორე შეხვედრაშიც მასპინძელმა გაიმარჯვა და ასევე დიდი ანგარიშით. დორტმუნდის "ბორუსიამ" ლისაბონში მინიმალური სხვაობით წააგო, თუმცა სახლში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და დამსახურებულად გავიდა მომდევნო ეტაპზე. მატჩის გმირი პიერ ემერიკ ობამეიანგია, რომელმაც სამჯერ დაამწუხრა პორტუგალიელები.

ბარსელონა-პსჟ 6:1 (0:4)
გოლები: 1:0 სუარესი (3), 2:0 კურზავა (40 ს. კ.), 3:0 მესი (50-პენ.), 3:1 კავანი (62), 4:1 ნეიმარი (88), 5:1 ნეიმარი (90-პენ.), 6:1 სერხი რობერტო (90)
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი - მასკერანო, პიკე, უმტიტი - რაფინია (76. სერხი რობერტო), რაკიტიჩი (84. ანდრე გომეში), ბუსკეტსი, ინიესტა (65. არდა თურანი), ნეიმარი - მესი, სუარესი
პსჟ (4-5-1): ტრაპი - მონიე (90. კრიხოვიაკი), მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ლუკას მოურა (55. დი მარია), ვერატი, რაბიო, მატუიდი, დრაქსლერი (75. ორიე) - კავანი
მაყურებელი: 90 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დორტმუნდი-ბენფიკა 4:0 (0:1)
გოლები: 1:0 ობამეიანგი (4), 2:0 პულიშუჩი (59), 3:0 ობამეიანგი (61), 4:0 ობამეიანგი (85)
დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი (88. გინტერი), ბარტრა - დურმი, ვაიგლი, კასტრო, შმელცერი - პულიშიჩი, დემბელე (81. კაგავა) - ობამეიანგი (86. შიურლე)
ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში - სემედო, ლუიზაო, ლინდელიოფი, ელიზეუ - სამარისი (74. ჟივკოვიჩი), ალმეიდა - სალვიო (64. ჟონასი), პიცი, სერვი (82. ხიმენესი) - მიტროღლუ
მაყურებელი: 80 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
ვინ არის გარკვეული,თუ როგორ იყიდება თამაშები ევროპაში?!დარწმუნებული იყავით,რომ ვინც ყველაზე ბევრ სიბრძნეს აფრქვევს იმან არაფერი არ იცის...უმაღლეს ლიგებში ყველა მეოთხე მეხუთე თამაში ჩაწყობილია...90% შემთხვევაში ტყდება ის კუში,რომელიც ზედმეტად დაიტვირთება...რაც შეეხება ამ თამაშს-ამ გერმანელ მსაჯს ჩემი გადასაწყვეტი,რომ იყოს ბოხუმი-კალიარი-ზე უფრო მნიშვნელოვან შეხვედრებს არ გავაკარებდი...ბარსელონას გულშემატკივრებს გილოცავთ!!!
111
09 მარტი 2017 13:29
0
კარის უკანა მსაჯებს უფლებები დაუმატეს თუ რა ხდება? არსენალს იყო კაცი ძალით გაუგდო აქ იყო და პენალტი ძალით დაადებინა.. შემოიღონ ეს ვიდეო რეფერი და გადაწყდება ყველა პრობლემა რაა ამხელა დონეზე ესეთი მიკერძოებული მსაჯობა ზედმეტია. ტვინი წაიღეს უკვე ამდენი შეცდომებით... ხო და თუ ვინმეს ეკუთვნის 2017 წელს ოსკარი სუარესი არავინ დაივიწყოთ)))
effe
09 მარტი 2017 13:21
0
profesora sastavs-ს. ბრჭყალებში უნდა ჩაგესვა, კარგი იქნებოდა. რა პროფესორა თუ ძმა ხარ. ეს ის სასტავია, რომელსაც ფეხბურთი როგორც ასეთი, ნაკლებად აინტერესებს. მათთვის მთავარია "იგრა". წააგეს და ბუნებრივია ეჭვებში არიან. ეჭვიანობა ხომ მათი ავადმყობაა. ისე სიმართლე რომ ითქვას, ასეთ შედეგს 100-დან 98 არ ელოდა. მათ სორის მეც. თუმცა ზალიან გახარებული ვარ ბარსას წარმატებით.
ფეხბურთის გულშემატკივარი (ბოდიში მაზავშიკებს)
09 მარტი 2017 13:14
0
ბარსას ფანებისთვის სუარესი გმირია,მაგრამ ჩემთვის ვისაც მინდა რომ ლამაზ და სანახაობრივ ფეხბურთს უყურო და არა ცირკს სუფთა კლოუნი
გიო
09 მარტი 2017 13:10
0
ერთი ულამაზესი თამაში იყო სადაც იყო ყველაფერი, ავტოგოლიც,100%გამოუყენებელი მომენტებიც,პენალტებიც,ნაღდიც და შეიძლება ცოტა საეჭვოც და ა.შ. თითქმის ყველაფერი რაც უნდა იყოს ფეხბურთში და რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი.არ მესმის რა ნახეთ ისეთი რომ აღარ აპირებთ ფეხბურთის ყურებას(ეგ თქვენი პრობლემაა)მე პირადად უყურე ფეხბურთს და ჩემთვის გავიფიქრე,რა ბედნიერებაა როცა ესეთ სიხარულს გაჩუქებს შენი საყვარელი გუნდი.
კახა ქირია
09 მარტი 2017 12:57
0
ერთი ულამაზესი თამაში იყო სადაც იყო ყველაფერი, ავტოგოლიც,100%გამოუყენებელი მომენტებიც,პენალტებიც,ნაღდიც და შეიძლება ცოტა საეჭვოც და ა.შ. თითქმის ყველაფერი რაც უნდა იყოს ფეხბურთში და რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი.არ მესმის რა ნახეთ ისეთი რომ აღარ აპირებთ ფეხბურთის ყურებას(ეგ თქვენი პრობლემაა)მე პირადად უყურე ფეხბურთს და ჩემთვის გავიფიქრე,რა ბედნიერებაა როცა ესეთ სიხარულს გაჩუქებს შენი საყვარელი გუნდი.
კახა ქირია
09 მარტი 2017 12:55
0
ერთ ავტოგოლს რომ გაიტან და ამდენ მომენტს ვერ გამოიყენებ ღირსი ხარ წაგების!!!
guja
09 მარტი 2017 12:13
0
ღმერთს უყვარს საქართველო! კიდე კაი ამ დონეზე ქართული კლუბები და ნაკრები ვერ თამაშობს თორე ასეთი ქამ-ბექის დროს ხო ინფარქტით გაწყდება ნახევარი ქვეყანა?.. გინდ მოგებულის ადგილზე ვიყოთ გინდაც წაგებულის (ხო გადავეცით ანათემას მსაჯი) :)))
Irakli apkhaidze
09 მარტი 2017 12:13
0
ramdni uvicia ak da reebs ceren tvitonac arician .xo chaackves kvelaperi da bolo cutamde miiyvanes turme .codniat bolo dartyma ro zustad karshi cavidoda .ramdeni sacodavia am kveyanaze .dadeben da mere chaackveso.chackobilia tamashebi bevri magram es da ase bolosken chackobili tamashi aravis mikavs da .sheeguet ro barsa dzlieria .psj ze.da cinascar brdznuli azrebis gamotkmas zogierti vitom eksperti sheeshvas.aagmertes cina tamashze peseje lamis axali taobis pexburtis damaarseblad monatles emeri.
kkkk
09 მარტი 2017 12:06
0
ქართველმა ვაჟკაცებმა გაშიფრეს უცებ ყველაფერი, უფ რა დეტექტივები გამოვიდოდა თქვენგან, :D :D დადუმდა ხალხი დადუღდა პსჟ. ის ის იყო ბარსას დრო წავიდაო რო უცებ მოვიდა ისევ :D :D
giorgi m
09 მარტი 2017 12:05
0

სიახლეები პოპულარული