* მეეექვსე, გადამწყვეტი გოლი მას მერე გავიდა, რაც პსჟ "ბარსელონას" გოლკიპერზე (!) დაჯარიმდა.
* სერხი რობერტომ ლიგაზე სულ სამი გოლი გაიტანა და სამივე "კამპ ნოუზე".
თუ რომელიმე გუნდს შეუძლია თანამედროვე ფეხბურთში სასწაულის მოხდენა, პირველ რიგში, ეს "ბარსელონაა" და ალბათ, ამადაც იყო, რომ მიუხედავად პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგისა, საფეხბურთო მსოფლიო განმეორებით მატჩს მაინც დიდი ინტერესით ელოდა.
როდესაც "ბარსელონა" "კამპზე ნოუზე" თამაშობს, იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს,
მომენტების და გოლების აღწერა შორს წაგვიყვანს - "ბარსამ" სასწაული მოახდინა, 6:1 სძლია მეტოქეს და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო შოუ, ეს იყო ზღაპარი - ეს იყო ის, რისთვისაც ასე ძალიან გვიყვარს ფეხბურთი.
* * *
მეორე შეხვედრაშიც მასპინძელმა გაიმარჯვა და ასევე დიდი ანგარიშით. დორტმუნდის "ბორუსიამ" ლისაბონში მინიმალური სხვაობით წააგო, თუმცა სახლში ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და დამსახურებულად გავიდა მომდევნო ეტაპზე. მატჩის გმირი პიერ ემერიკ ობამეიანგია, რომელმაც სამჯერ დაამწუხრა პორტუგალიელები.ბარსელონა-პსჟ 6:1 (0:4)
გოლები: 1:0 სუარესი (3), 2:0 კურზავა (40 ს. კ.), 3:0 მესი (50-პენ.), 3:1 კავანი (62), 4:1 ნეიმარი (88), 5:1 ნეიმარი (90-პენ.), 6:1 სერხი რობერტო (90)
ბარსელონა (3-5-2): ტერ შტეგენი - მასკერანო, პიკე, უმტიტი - რაფინია (76. სერხი რობერტო), რაკიტიჩი (84. ანდრე გომეში), ბუსკეტსი, ინიესტა (65. არდა თურანი), ნეიმარი - მესი, სუარესი
პსჟ (4-5-1): ტრაპი - მონიე (90. კრიხოვიაკი), მარკინიოსი, ტ. სილვა, კურზავა - ლუკას მოურა (55. დი მარია), ვერატი, რაბიო, მატუიდი, დრაქსლერი (75. ორიე) - კავანი
მაყურებელი: 90 000
დორტმუნდი-ბენფიკა 4:0 (0:1)
გოლები: 1:0 ობამეიანგი (4), 2:0 პულიშუჩი (59), 3:0 ობამეიანგი (61), 4:0 ობამეიანგი (85)
დორტმუნდი (3-4-2-1): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი (88. გინტერი), ბარტრა - დურმი, ვაიგლი, კასტრო, შმელცერი - პულიშიჩი, დემბელე (81. კაგავა) - ობამეიანგი (86. შიურლე)
ბენფიკა (4-2-3-1): მორაეში - სემედო, ლუიზაო, ლინდელიოფი, ელიზეუ - სამარისი (74. ჟივკოვიჩი), ალმეიდა - სალვიო (64. ჟონასი), პიცი, სერვი (82. ხიმენესი) - მიტროღლუ
მაყურებელი: 80 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რომ მათი ბრალია ეს წაგება და მსაჯზე დაბრალება უაზრობაა-ო!!!
ხოლო აქ საქართველოში ბავშვები, რომლებსაც ფეისბუქზე გვარის გვერდით "მადრიდისტა" უწერიათ მსოფლიოს კრახს აანონსებენ, სიმულაციაზე ლაპარაკობენ როცა გუნდში რონალდუ და რამოსი ყავთ... იმიტომაც ვართ უფეხბურთოდ არ გვეკუთვნის....