გვარდიოლა: "არსენალს" შეუძლია კონტრშეტევაზე დაგვიჭიროს

AutoSharing Option
"არსენალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდი შემდეგ რაუნდში გასასვლელად მთელს ძალისხმევას გამოიყენებს.

ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში "მეთოფეებმა" საკუთარ მოედანზე 2:1 მოიგეს. კატალონიელთა ფორვარდის, დავიდ ვილიას გოლს ლონდონელებმა რობინ ვან პერსის და ანდრეი არშავინის ზუსტი დარტყმებით უპასუხეს.

"ნიკლას ბენდტნერი უმაღლესი კლასის ოსტატია. იგივე შეიძება ითქვას მარუან შამახსა და რობინ ვან პერსიზე. ისინი ყველა შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. ვიტყვი, რომ ამ მატჩში გუნდებს მოედნის ცენტრში ძალიან ცოტა თავისუფალი სივრცე ექნებათ, მაშინ
როდესაც ფლანგებიდან შეტევის მეტი შესაძლებლობა იქნება. მაგრამ წინ ფრთხილად უნდა წავიდეთ, რადგან "არსენალს" შეუძლია კონტრშეტევაზე დაგვიჭიროს.

"არსენალისთვის" ფსიქოლოგიურად არამდგრადი გუნდის დარქმევა არ შეიძლება. ის ინგლისის პრემიერლიგაში ოქროს მედლების პრეტენდენტია და ჩემპიონთა ლიგაში ყოველ სეზონში სოლიდურად გამოდის. ის ფაქტი, რომ სეზონიდან სეზონამდე ლონდონელები ძალიან სერიოზულ ამოცანებს წყვიტავენ, მათს სიძლიერეზე მეტყველებს. როდესაც "მეთოფეები" ამ შემადგენლობით პირველ მნიშვნელოვან ტიტულს მოიგებენ, თავიანთ ძალას ნამდვილად ირწმუნებენ და მიხვდებიან, რომ მოგება მომავალშიც შეუძლიათ. ჩვენ შევუტევთ. შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ჩვენი მიზანია, რაც მოგებისთვისაა აუცილებელი ყველაფერი გავაკეთოთ. ასეთი დონის მატჩებში მნიშვნელოვანი მხოლოდ საბოლოო შედეგია", - აცხადებს გვარდიოლა.

თავის მხრივ, "მეთოფეთა" თავკაცმა არსენ ვენგერმა მომავალ შეხვედრაში თავისი გუნდის მთავარი ამოცანა დაასახელა. "ბოლო მატჩებში შესანიშნავი ფორმა ავკრიფეთ და შესანიშნავ ფეხბურთს ვაჩვენებთ. "ბარსელონასთან" თამაში მოახლოვდა. ძალიან გვინდა ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა გავაგრძელოთ. თუ კითხვათ, ნებისმიერი ფეხბურთელი გიპასუხებთ, რომ მოგებისთვის სიცოცხლეს მისცემდა. ორივე გუნდს ერთნაირი ფილოსოფია აქვს. "ბარსელონასაც" და "არსენალსაც" გამარჯვება და კარგი ფეხბურთის ჩვენება სურს. ჩემი გუნდის მთავარი ამოცანაა - "ბარსელონას" წნეხის ქვეშ არ მოვექცეთ. გავართმევთ თუ არა ამ ამოცანას თავს, მატჩის შემდეგ შევიტყობთ", - თქვა ვენგერმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული