ინიესტა: "არსენალთან” მატჩი სეზონის პირველი ფინალია
AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო დაპირისპირებას ლონდონის "არსენალთან" "ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა სათასო ფინალურ მატჩს ადარებს და კატალონიაში გუნდზე ზეწოლას უფრთხის.
"ეს სეზონის პირველი ფინალია და შინ, გულშემატკივრების ასეთი მხარდაჭერის წინაშე, მისი ჩაგდების უფლება არ გვაქვს", - განაცხადა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონმა.