"ლესტერმა" ესპანელები ანგარიშით 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "სევილამ" ანგარიშით 2:1 მოიგო.
შეხვედრაში ანგარიში გუნდის კაპიტანმა უეს მორგანმა 27-ე წუთზე გახსნა. 54-ე წუთზე კი მასპინძლების უპირატესობა ორამდე მარკ ოლბრაიტონმა გაზარდა. 74-ე წუთზე "სევილიას" ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი დატოვა. კონფლიქტი ნასრისა და ჯეიმი ვარდის შორის მოხდა.
მე-80 წუთზე ესპანელებს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცათ. "ლესტერის" კარში პენალტი დაინიშნა, თუმცა სტივენ ნზონის
აღსანიშნავია, რომ "ლესტერს" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში შინ ჯერ არ წაუგია.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წილიყრა 17 მარტს ჩატარდება.