ჯერ უმთავრესი საკლუბო ტურნირის რვა კლუბი დაწყვილდება ბრმა კენჭისყრით. ესენია: "ატლეტიკო", "ბარსელონა", "ბაიერნი", "დორტმუნდი", "იუვენტუსი", "ლესტერი", "მონაკო" და "რეალი".
არ არსებობს არც განთესვები და არც აკრძალვა, რომ ერთმანეთს ერთი ქვეყნის გუნდები შეხვდნენ. ის გუნდი, რომლის წარწერიანი ბურთულა პირველი ამოვა, წყვილში პირველ შეხვედრას შინ გამართავს. მეოთხედფინალის პირველი მატჩები 11 და 12 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები - 18-19 აპრილს.
16 საათზე ევროპალიგის რვა გუნდი შექმნის 4 წყვილს. აქაც
"ბეშიქთაში", "გენკი", "სელტა", "აიაქსი", "ანდერლეხტი", "ლიონი" ,"შალკე", "მანჩესტერ იუნაიტედი".
მეოთხედფინალური ეტაპი 13 და 20 აპრილს გაიმართება. 21 აპრილს ნიონში უკვე ნახევარფინალური ეტაპის წილისყრაა დაგეგმილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყოჩაღ გამოიცანი 2 წყვილი :)
ლესტერი-ატლეტიკო
რეალი - ბაიერნი
ბარსა-დორტმუნდი
რეალი - ბაიერნი
იუვენტუსი- მონაკო
ლესტერი-რეალი
ატლეტიკო-იუვენტუსი
დორტმუნდი -ბაიერნი
?