გვარდიოლა: ფანტასტიკურად ვითამაშეთ

AutoSharing Option
"არსენალთან"(3:1) საშინაო მოგების და ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში გასვლის შემდეგ, "ბარსელონას" თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ თავისი შეგირდების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ჩვენ მაშინაც ფანტასტიკურად ვთამაშობდით როცა "არსენალი" 11 კაცით იყო და მაშინაც როდესაც მოედანზე ათი კაცით დარჩა. "არსენალს" ზედიზედ სამ ზუსტ გადაცემაზე მეტის გაკეთების უფლება არ მივეცით და ამასთან სახიფათო მომენტებს ვქმნიდით. "არსენალის" ფილოსოფია თამაშია, მაგრამ სწორედ თამაშის საშუალება არ მივეცით.

სტადიონმა დღეს უბრალოდ შემძრა, ჩვენი გულშემატკივრები ბრწყინვალენი იყვნენ, რაც ძალიან დაგვეხმარა. მესის გოლით და ინიესტას პასებით ტკბობა შეიძლება, მაგრამ
ჩემი რჩევა იქნება ყურადღება მიაქციოთ ისეთ ფეხბურთელებს, როგორიც მასკერანოა, რომელიც მეტოქის თითქმის ყველა გადაცემას შლიდა. ჩვენი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილები ვართ და ვფიქრობ, მეოთხედფინალში გასვლა დამსახურებული გამოდგა. ორი მატჩის ჯამში უკეთესები ვიყავით", - განაცხადა გვარდიოლამ.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული