მატიე ფლამინი: ლონდონში "მილანი" დომინირებდა

AutoSharing Option
"მილანის" ნახევარმცველი მატიე ფლამინი "ტოტენჰემთან(0:0) ჩემპიონთ ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შედეგით უკიდურესად იმედგაცრუებული დარჩა. მილანურმა კლუბმა ლონდონში გოლის გატანა ვერ მოახერხა და ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირში ასპარეზობა დაასრულა.

"ინგლისში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასასვლელად ჩამოვედით, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ. "მილანის" ყველა მოთამაშე მოედანზე ბოლომდე დაიხარჯა, მაგრამ გოლის გატანა მაინც ვერ მოვახერხეთ. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფეხბურთია. მთელი მატჩი "ტოტენჰემის" ნახევარზე გავატარეთ და ანგარიშის გახსნას ვცდილობდით. ყველამ ხედავდა, რომ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებდით. ახლა მთელი ყურადღება სერია А-სა და სკუდეტოსთვის ბრძოლაზე უნდა
გადავიტანოთ", - განაცხადა ფლამინიმ.


მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული