მასიმილიანო ალეგრი: პირველ მატჩში დაშვებული შეცდომა "მილანს" ძვირად დაუჯდა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ტოტენჰემთან"(0:0, პირველი მატჩი - 0:1) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში განვითარებული მოვლენები შეაფასა.

"დღეს კარგი თამაში ვაჩვენეთ და ორი მატჩის ჯამში "მილანმა" შემდეგ რაუნდში გასვლა დაიმსახურა. სამწუხაროდ, პირველ მატჩში დაშვებული შეცდომა ჯვირად დაგვიჯდა. ამ საღამოს რაც შესაძლებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ, ტექნიკური ფეხბურთი ვაჩვენეთ. დამასრულებელ სტადიაში რაღაც გვაკლდა.

დღევანდელმა თამაშმა სერია А-ში ტიტულისთვის ბრძოლისთვის თავდაჯერება უნდა შეგვმატოს. უკმაყოფილო ვარ, ტურნირიდან გამოვარდნა სამწუხაროა, მაგრამ ის მამშვიდებს თუ როგორ იბრძოდნენ ჩემი ფეხბურთელები მოედანზე.

მოხარული ვარ კლარენს ზეედორფის
გამო. საყრდენის პოზიციაზე მისი თამაში ძალიან მომეწონა. ზლატან იბრაჰიმოვიჩს დამასრულებელ ფაზაში ცოტა დააკლდა. სამივე თავდამსხმელი კარგად მოქმედებდა. მხოლოდ გოლის გატანა დაგვაკლდა, მაგრამ ისინი ბრწყინვალედ გადაადგილდებოდნენ", - განაცხადა ალეგრიმ.


მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული