უნაი ემერი: დაუმსახურებლად წავაგეთ

AutoSharing Option
"ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "შალკესთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ მომენტების უხეირო რეალიზაციაზე დაიჩივლა, მანუელ ნოიერის თამაში აღნიშნა და დამარცხებას დაუმსახურებელი უწოდა.

"ფელტინს არენაზე" მასპინძლებმა, რომლებიც თავიდან 0:1 აგებდნენ, "ღამურები" 3:1 დაამარცხეს. ამ გამარჯვებამ, "მესტალიაზე" შედეგიანი ფრის გათვალისწინებით, გერმანული კლუბი 1/4 ფინალში გაიყვანა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ. სიტუაციის ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნების შემდეგ უპირატესობა დავთმეთ. ეს აუხსნელია. 1:0 ვიგებდით და შეხვედრას ვაკონტროლებდით, კონტრშეტევაზე მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ მეტოქემ საპასუხო გოლი გაგვიტანა.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა კიდევ გაგვიტანეს - ისე რომ, წინ
განსაკუთრებული არაფერი შეუქმნიათ. შემდეგ გოლის გატანის ოთხი შანსი გვქონდა, მაგრამ ყველა ხელიდან გავუშვით. დაუმსახურებლად წავაგეთ. როდესაც ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, მატჩის ბედის ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვეტა ვერ შევძელით. ასევე უნდა აღინიშნოს მასპინძელთა მეკარის მანუელ ნოიერის ბრწყინვალე თამაში", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.


მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული